დავით ზალკანიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მინისტრმა საკუთარ facebook გვერდზე დაწერა.

„მიმდინარე წლის 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ, თვითიზოლაციაში გადავედი. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ გავიკეთე PCR ტესტი. შედეგად, COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ. იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები“, – წერს დავით ზალკანიანი.