საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 081 პაციენტი და გარდაიცვალა 12 ადამიანი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 627 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 380 PCR ტესტით.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 89, ქვემო ქართლი – 31, შიდა ქართლი – 49, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 75, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც: 2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი. 347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.