საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი და გარდაიცვალა 19 ადამიანი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა – 33, იმერეთი – 121 , ქვემო ქართლი – 27, შიდა ქართლი – 52, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
„ამ ეტაპზე ინფიცირების 6 675 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში და 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.