პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განათლების სამინისტროდან კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს გამოყოფის შესახებ იმსჯელებენ. მისი თქმით, ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია და შესაბამისი დადგენილება მომზადებული.
„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე, როგორც თანამედროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიურობის, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ ყველამ ერთად და იმსახურებს ცალკე სამინისტროს, როგორც სპორტი. ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების შემდგომ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, – განაცხადა გახარიამ.