კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი | სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა  569 პაციენტი და გარდაიცვალა 11 ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 335 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 591 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 744 PCR ტესტით.

5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.74%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი –  246
  • აჭარა – 30
  • იმერეთი – 101
  • ქვემო ქართლი – 16
  • შიდა ქართლი – 21
  • გურია – 30
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77
  • კახეთი – 54
  • მცხეთა-მთიანეთი – 10
  • სამცხე-ჯავახეთი – 10
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.