„გახსენით ქვეყანა“ – პარლამენტთან საპროტესტო აქციის რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციას უერთდებიან სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელი.
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ხელისუფლების მიერ არაკონსტიტუციური და გადაჭარბებული აკრძალვებით დაზარალებულ ყველასა სექტორს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქციასთან ერთად დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მაგ: გიდების საფეხმავლო ტური; ანიმატორთა პროგრამა ბავშვებისათვის; მუსიკალური პროგრამა პერფორმანსები და ინსტალაციები; ნაციონალური ცეკვების პროგრმა; ეროვნული ნაწარმის მინი ბაზრობა; სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.
აქცია 14 საათზე დაიწყო და 18 საათამდე გაგრძელდება.