204 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი | COVID-სტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 204 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ჩატარდა 6 593 ტესტი, გამოჯანმრთელდა 736 პირი, გარდაიცვალა 15 ადამიანი.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3,09%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.69%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 204 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა;
  • აჭარა – 11,;
  • იმერეთი – 32;
  • ქვემო ქართლი – 16;
  • შიდა ქართლი – 13;
  • გურია – 18;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14;
  • კახეთი – 8;
  • მცხეთა-მთიანეთი – 3;
  • სამცხე-ჯავახეთი – 3;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554, საიდანაც: 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი.