მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება - ჩხენკელი

პუბლიკა

განათლების მინისტრმა,მიხეილ ჩხენკელმა დღეს განაცხადა, რომ პირბადეების ტარება მოსწავლეებისთვისაც აუცილებელი იქნება.

„ყველა სკოლაში მე-5 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდება სკოლებს და ყველა სკოლას ამაზე ექნება კომუნიკაცია მშობლებთან“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისივე თქმით, პირბადე შვილებს მშობლებმა უნდა გამოატანონ.

„ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში, ინფრასტრუქტურულად ყველა პრობლემა მოგვარდა, მათ შორის სველი წერტილების საკითხები და სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული. სკოლა აუცილებლად უნდა იყოს, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მე-5 კლასამდე მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, თუმცა ეს  საკითხი მშობლის არჩევანზე იქნება დამოკიდებული.