ვაქცინაციისთვის 50 000 შპრიცი უკვე საქართველოშია - ჯანდაცვის სამინისტრო

პუბლიკა

საქართველომ დონაციის სახით, COVID-19-ით ვაქცინაციისთვის 50 000 ცალი 0,3 მლ. დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო აცრების ჩატარებისთვის განკუთვნილი სპეციალური სახეობის შპრიცების შესყიდვის მიზნით, საქართველოს მხარემ აქტიურად იმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ მწარმოებელ კომპანიებთან, მათ შორის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდურ კომპანიასთან – Hindustan Syringes & Medical Devices Ltd“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად შექმნილი დეფიციტისა, საქართველოს მხარის აქტიური ჩართულობით, კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან სამომავლო თანამშრომლობაზეც.