„მეუფე პეტრეზე ერთ რამეს გეტყვით რა, გუშინ საბოლოოდ მაგან თავის თავს განაჩენი გამოუტანა. იქნება განკვეთილი და მერე უკვე მღვდელმთავრის ხარისხი რომ აღარ ექნება, დანარჩენ იმაზე, როგორც პასუხს აგებენ ხოლმე ცილისწამებებზე, პირადად მე ვერსად დამემალება ვერც მაგი და ვინც კიდე მაგის ხელშემწყობია“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობმა ჟურნალისტებთან.
ეპისკოპოსი იაკობი, სავარაუდოდ, გამოეხმაურა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გუშინდელ განცხადებებს.
პეტრე ცაავამ სინოდის სხდომის მიმდინარეობა და საკითხები, რომლებზეც მღვდელმთავრები მსჯელობდნენ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში კრიტიკულად შეაფასა. ასევე, ერთ-ერთ გადაცემაში მან ილია მეორეს უწმინდური უწოდა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.