ბოლო კვირაში 50 000-მდე პედაგოგს ჩაუტარდა ტესტი, დადებითობის მაჩვენებელი 0.2%-ია

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა დაახლოებით 50 000-მდე სკოლის პედაგოგს, დადებითობის მაჩვენებელი კი 0.2%-ია.

მისივე ინფორმაციით, 20 000-მდე ტაქსის მძღოლს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტირება, მათში დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით 0.5 %-ია.

დადებითობის მაჩვენებელი ბაზრობის მოვაჭრეებში 0.4 %-ია, რელიგიის მსახურებში 1%, მოლებსა და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებში 0.2%

„ანუ აქაც ატყობთ, რომ შესაბამისი პირობები და რეკომენდაციებია დაცული, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ. ყველაზე მთავარი, რაც აგვისტოში დიდმა თავშეყრებმა და წვეულებებმა მოგვცა, რაც ნოემბერში გადაიზარდა დიდ ეპიდაფეთქებაში, იგივე რომ არ განმეორდეს ქვეყანში, უნდა ვიყოთ ძალიან მორიდებული და ფრთხილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.