პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ქობულეთში პროკურატურამ, ქობულეთში 14 წლის გარდაცვლილი გოგოს მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, გარდაცვლილი მოზარდის და ცნო.
PHR-ის ცნობით, სავარაუდო დანაშაულებია:
- თვითმკვლელობამდე მიყვანა;
- 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სრულწლოვანი პირის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევა;
- წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა;
- წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა;
- წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტები.
„ამ ეტაპზე ამ საქმეზე ბრალდებულად ცნობილია მხოლოდ ერთი პირი, რომელსაც ბრალი წარედგინა სექსუალური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. მის მიმართ სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა.
აქვე განვმარტავთ რომ, PHR-ი იცავს მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლის, გარდაცვლილი მოზარდის დის ინტერესებს. პროკურატურამ უკვე გადმოგვცა სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, “- ამბობენ ორგანიზაციაში.
დღეს 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე მოზარდის ბაბუა დაკავეს. 1945 წელს დაბადებული ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ 14 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფრადა.
მოგვიანებით გარდაცვლილის დედამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოზარდს ძალადობრივ გარემოში უწევდა ყოფნა.
დედა ამბობს, რომ ბავშვი მომხდარის შემდეგ, სანამ პოლიციაში წაიყვანდნენ, მამამთილის ძმისშვილებმა „უმოწყალოდ სცემეს“.
„სულ წიხლქვეშ აგორა, თურმე, ჩემი შვილი. ეს ბავშვმა მომიყვა თვითონ . ძლივს გამოართვეს, რომ ბავშვი შემოგაკვდებაო და ციხეში ჩაჯდებიო. ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციაში“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
„როდესაც ჩემი მამამთილი ამბობს, რომ ბავშვმა თავისი სიკვდილით დანაშაული გამოისყიდა, რას ნიშნავს ეს? 13 წლის ბავშვი ამ დონეზე რატომ მიიყვანეს?“, – ასეთი კითხვაც დასვა გარდაცვლილის დედამ.
ბავშვის ბაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ბავშვმა დანაშაული ასე გამოისყიდა – „დანაშაული, რომ გააუპატიურეს.”