საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს.
43 წლის სანიოლი აქამდე საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებსა და საფეხბურთო კლუბ ბორდოს წვრთნიდა. შემდეგ იყო მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტი.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება, როცა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლს წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ყოფილმა ფეხბურთელმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) მოიგო და ხუთჯერ გერმანიის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008) გახდა.