16 თებერვალი | გამოვლინდა კორონავირუსის 740 შემთხვევა და გარდაიცვალა 14 პაციენტი

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი. კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,6%, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,9%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 747 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 138, ქვემო ქართლი – 25, შიდა ქართლი – 69, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.