შემოვიტოვოთ კითხვები სესიისთვის, 2-3 ტელევიზია იტყვის, სხდომაზე არ ჰქონდათ კითხვებიო - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს,  ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დეპუტატებს ურჩია, რომ შეკითხვები პლენალური სესიისთვის შემოენახათ, რადგან, მისი თქმით, რამდენიმე ტელევიზია იტყვის, რომ სხდომაზე შეკითხვები არ ჰქონდათ პრემიერობის კანდიდატისადმი.

„მეგობრებო, შეგვიძლია კითხვები შემოვიტოვოთ სესიისთვის, რადგან, მინიმუმ, ორი-სამი ტელევიზია ვიცი ამ ქვეყანაში, საღამოს გამოაცხადებს, რომ სხდომაზე საერთოდ არ ჰქონდათ შეკითხვები [დეპუტატებსო]. ამიტომ შეგვიძლია, რომ ჩვენ კითხვები, რომელიც გვაქვს დამატებით და მანიშნებთ, სხდომაზეც დავსვათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ფრაქციის ფორმატში პრემიერობის კანდიდატის მოსმენის შემდეგ პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რისთვისაც საჭიროა, სულ მცირე, 76 ხმა.