89 ხმა 2-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და მის მიერ წარდგენილ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

საწინააღმდეგო პოზიცია მხოლოდ ორმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დააფიქსირა.

დღეს მთელი დღის განმავლობაში ჯერ ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე და შემდეგ საპარლამენტო სესიაზე ღარიბაშვილს დეპუტატები კითხვებს უსვამდნენ.

“ქართული ოცნების” დეპუტატების კითხვების უმეტესობა ირაკლი ღარიბაშვილის ქებას და მის მიღწევებზე საუბარს შეეხებოდა. “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა რომ ისინი ღარიბაშვილის მთავრობის მხარდაჭერას გეგმავდნენ.