სპეცრაზმელს ქეჩოთი მივყავდი და მეუბნებოდა, შენ 4 შვილი ხო თუ 5? - ხოშტარია

პუბლიკა

„შენობიდან ძალით გაყვანის დროს სადღაც 6 პოლიციელს მივყავდი და ერთი სპეცრაზმელი ნიღბით ცინიკურად მეუბნება შენ 4 შვილი ხო თუ ხუთი? და ქეჩოთი მივყავარ. სირცხვილია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია წერს.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.