ხაზარაძე და უგულავა რომ იბრიქებოდნენ, აბა, დაიცვეს მელია? - ელისაშვილი

პუბლიკა

„ერთი ფეხი უკვე გადაგვიცდა უფსკრულში და სანამ საბოლოოდ გადავჩეხილვართ, უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან”. – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას დაკავებას.

მისი თქმით, ასეთი უგუნური ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, ქვეყანას კარგს არაფერ მოუტანს და ვინაიდან  „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მან უნდა გადადგას მოლაპარაკებისკენ ნაბიჯები.

„უნდა დაუძახოს ოპოზიციას, დასხდნენ და დაილაპარაკონ”  – ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, მუშტების ბრახუნი ორივე მხრიდან არის ცუდი. „ხაზარაძე და უგულავა რომ იბრიქებოდნენ, დაიცვეს მელია”?  – განაცხადა ელისაშვილმა.