შარლ მიშელის განცხადებით, 2 კვირაში ბრიუსელში დაგეგმილია ღარიბაშვილის ვიზიტი

პუბლიკა

„ბრიუსელში 2 კვირაში ჩვენ გვექნება პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის პატივი, ასოცირების საბჭოს შეხვედრა არის ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს შეხვედრა 2 კვირაში  ბრიუსელში შეიძლება საინტერესო მომენტიც იყო. დღეს საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას. შეიძლება, ყველაფერი ვერ გადავჭრათ, მაგრამ დღეს შეიქმნება ჩარჩო სისტემა დიალოგისთვის და იქნება განხილული სხვადასხვა საკითხი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.