„ამ სისტემის დედაც" - აქციის მონაწილეებმა შსს-სთან გზაზე წარწერა გააკეთეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ სამოქალაქო აქტივისტებმა  სავალ ნაწილზე დაწერეს „ამ სისტემის დედაც”.

პოლიციამ ხელის შეშლა სცადა მაგრამ აქციის მონაწილეებმა წარწერა მაინც დატოვეს.

„აეროპორტიდან წამოსულმა ყველა ადამიანმა უნდა დაინახოს ეს წარწერა – უთხრა ჟურნალისტებს სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა – სისტემა აუცილებლად დაინგრევა, ჩვენს შვილებს აღარ დავახოცინებთ, ამას გავაკეთებთ ჩვენი სიმართლით და ჩვენი მშვიდობით”.

აქცია სამინისტროსთან 19:00 საათიდან მიმდინარეობს.