როგორც მთავრობის მეთაურმა, სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ეკლესიას - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საპატრიარქოში დღევანდელი ვიზიტით პატივისცემა და სიყვარული გამოხატა პატრიარქის მიმართ.

„მე როგორც მთავრობის მეთაურმა, რაც შემეძლება, სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას. დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივსცემა და სიყვარული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ეკლესიასა და პატრიარქს ცილისწამებით უტევენ, რაც ანტისახელმწიფოებრივი საქციელია.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, პატრიარქთან  შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, ჩვენი დიდი მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. დღევანდელი დრო არის გამოწვევებით აღსავსე, გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო  შეტევისა ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკლესიის ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.