15 მარტიდან მოსწავლეებს დისტანციური სწავლის არჩევის უფლება კვლავ ექნებათ - სამინისტრო

პუბლიკა

განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 15 მარტიდან, საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს დისტანციური სწავლის მოდელის არჩევის უფლება არ ექნებათ.

როგორც „პუბლიკას“ სამინისტროში განუცხადეს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან მიმართებაში სამინისტროდან მხრიდან ასეთი მითითება არ არის და  გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

სოციალურ ქსელში მშობლების ნაწილი საუბრობდა, რომ საკოლების ადმინისტრაციებიდან მიიღეს ინფორმაცია, თითქოს საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ მათ დისტანციური სწავლების მოდელის არჩევის საშუალება არ ექნებათ და მოსწავლეები სწავლას მხოლოდ საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.