Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 7 823 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 193 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის 1.88 %
7 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.88 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.54 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.67%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 591 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა
- აჭარა – 4
- იმერეთი – 27
- ქვემო ქართლი – 4
- შიდა ქართლი – 7
- გურია – 10
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9
- კახეთი – 18
- მცხეთა-მთიანეთი – 4
- სამცხე-ჯავახეთი – 0
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 421 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 278 პირი.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 257 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 148, ხოლო აჭარაში – 19.
სულ 6 ოქტომბრიდან – 7 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 560 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 535 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 245 პირი, აჭარაში – 505, იმერეთში – 738.