კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა და 5 გარდაცვლილი | 14 მარტი

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 399 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 012, ხოლო პისიარტესტით – 9 387.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,02%, ბოლო 14 დღის – 1,51%, ბოლო 7 დღის – 1,46%.