შსს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს მიმართავს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნამახვანჰესის წინააღმდეგ ქუთაისში დაგეგმილ აქციაზე განცხადებას ავრცელებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.