AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა - ევროპის წამლის სააგენტო

პუბლიკა

ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) დაადგინა, რომ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა. EMA-ს უსაფრთხოების კომიტეტმა ჩაატარა კვლევა ვაქცინასა და თრომბოემბოლიის შემთხვევების შესაძლო კავშირზე, მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყანამ გაუთვალისწინებელი შედეგებისგან თავის ასარიდებლად AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა.

18 მარტს, მოკვლევის შემდეგ, წინასწარი დასკვნით საგანგებო სხდომაზე EMA-ს უსაფრთხოების კომიტეტმა დაადასტურა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია.

ვაქცინისგან მიღებული სარგებელი ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულ კორონავირუსთან ბრძოლაში აღემატება მის შესაძლო რისკებსა (მათ შორის, სისხლის შედედების პრობლემებს) და გვერდით ეფექტებს.

ვაქცინის გამოყენება არ ასოცირდება სისხლის შედედების ზრდასთან იმ პირებში, ვინც აცრა გაიკეთა. ასევე, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

ამის მიუხედავად, ვაქცინა შესაძლოა უკავშირდებოდეს სისხლის შედედების ძალიან იშვიათ შემთხვევებს და თრომბოციტოფენიას“, – ნათქვამია EMA-ს განცხადებაში.|

EMA-ს განცხადებით, დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი აიცრა დიდ ბრიტანეთში 16 მარტის მონაცემებით და სისხლის შედედებასთან დაკავშირებული ნიმუშები მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა.