კომპანია Facebook-ის მფლობელობაში არსებული სოციალური ქსელების აპლიკაციები Instagram, WhatsApp და Facebook Messenger შეფერხებით მუშაობს.
პლატფორმა DownDetector-ზე ათობით ათასი შეტყობინება შევიდა აპლიკაციების შეფერხების შესახებ.
პლატფორმის მიხედვით, Instagram-ის მომხმარებლებს უმეტესად პრობლემა აქვთ ფოტოების გახსნასთან დაკავშირებით. WhatsApp-ისა და Messenger-ის შემთხვევაში კი შეტყობინებები არ იგზავნება.
კომპანიას შეფერხების მიზეზებზე განცხადება არ გაუვრცელებია.