761 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი | კორონავირუსის 8 აპრილის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

StopCov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 537 ადამიანი და ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 201 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 281, პისიარტესტით – 13 920.

რაც შეეხება შემთხვევების განაწილებას რეგიონების მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა – 67, იმერეთი – 59, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 24, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 77, კახეთი – 19, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,23 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,03 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,5 პროცენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 286 406 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 276 084 გამოჯანმრთელდა, 3 849 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 229, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 314 პირი. 7 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი.