კორონავირუსი ირაკლი ზარქუასაც დაუდასტურდა | ამ დროისთვის ინფიცირებულია 5 დეპუტატი

პუბლიკა

კორონავირუსი უმრავლესობის წევრს, დეპუტატ ირაკლი ზარქუასაც დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა.

„მეგობრებო, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, რომ ყველა რეგულაცია დამეცვა ზედმიწევნით, სამწუხაროდ მაინც დამიდასტურდა ეს ვერაგი ინფექცია. არც სიცხე მაქვს, არც სხვა სიმპტომები ამ ეტაპზე თუმცა პსრ- ტესტმა დადებითი აჩვენა დღეს.. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, “- წერს ის.

ირაკლი ზარქუა მეხუთე დეპუტატია ვისაც ბოლო ორ დღეში ვირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსის აქვს ასევე უმრავლესობის წევრებს მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს, მაია მენაღარიშვილს და ირაკლი მეძმარიაშვილს.

დღეს პარლამენტის შენობაში სადენზიფენქციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც ცნობილია, რამდენიმე დეპუტატი ტესტის პასუხს ელოდება.