ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, ჟურნალისტებს არ შეუშალოს ხელი გადაადგილებაში და უზრუნველყოს მათთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ პოლიცია სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლებას არ აძლევს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ გუმათჰესთან მოწყობილ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეაჩერა ყველა გადამღები ჯგუფი და მათ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. ამ ეტაპზე უცნობია, რა მიზეზით იზღუდება ჟურნალისტების გადაადგილება.
ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს არ ჩაერიონ ჟურნალისტურ საქმიანობაში და მედიას შეუქმნან შესაბამისი სამუშაო პირობები.