359 ახალი შემთხვევა და 6 გარდაცვლილი | კორონავირუსის 12 აპრილის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა, აქედან 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890  PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.51 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 277 829-მდე.

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:

  • თბილისი – 202 შემთხვევა
  • აჭარა – 46
  • იმერეთი – 19
  • ქვემო ქართლი – 14
  • შიდა ქართლი – 14
  • გურია – 9
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40
  • კახეთი – 5
  • მცხეთა-მთიანეთი – 7
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 7 017 შემთხვევაა, საიდანაც: 2 422 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. აქედან თბილისის საავადმყოფოებში –  1 181, აჭარაში – 374, იმერეთში – 356.

ამ ეტაპზე 380  მძიმე პაციენტია, აქედან თბილისში – 190, აჭარაში – 43, იმერეთში -63.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პაციენტი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 5, იმერეთში – 8.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 12 794 ადამიანი, რომელთაგან თბილისშია – 6 497, აჭარაში – 1 996, იმერეთში კი – 942.