შეთანხმების დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა პროცესის მედიატორმა და ფასილიტატორმა, შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა.
„ბოლო 6 თვე იყო რთული და გრძელი პროცესი. კომპრომისის მიღწევა იყო რთული, მაგრამ მადლობელი ვართ შარლ მიშელის, ასევე სალომე ზურაბიშვილის, რომელმაც უმასპინძლა დღეს ამ საღამოს. ეს შეთანხმება რჩება ღია ინდივიდუალური პარლამენტის წევრებისთვის ხელმოსაწერად. ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ფართო შეთანხმება, რომლითაც საქართველომ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას, მის ევროატლანტიკურ ოჯახში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამერიკას უნდა ნახოს საქართველო წარმატებული და უნდა, რომ აქ დემოკრატიის წარმატება ნახოს. ეს არის ნამდვილი წარმატება საქართველოსთვის. კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ბევრი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნელ-ნელა საქართველოს ეყოლება ფუნქციური პარლამენტი“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.