„ამნისტიის აქტს მელიას გირაოს გადახდის შემდეგ მივიღებთ" | „ოცნების" დეპუტატები

პუბლიკა

უმრავლესობის დეპუტატები, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს გადაიხდიან. შალვა პაპუაშვილი თქმით, მელიას გირაოს გადახდა ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება.

„გუშინდელ შეხვედრაზე იცით, რომ ჩართული იყო ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენელი და ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გაკეთდა განმარტებები, რომ ყველასთვის ცხადი ყოფილიყო.

გაკეთდა განმარტება, რომ ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება გურაოს გადახდა, და ამის შემდეგ ინიცირდება ამნისტიის კანონი, რომელსაც ხელმომწერმა პარტიებმა მხარი უნდა დაუჭირონ”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილიც ამბობს: „იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო ასეთი, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა, ამის შემდეგ პარლამენტში პარტიები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით”.