20 ივნისთან დაკავშირებით ამნისტია შეეხება ყველას, მათ შორის, სამართალდამცავებს – პაპუაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მდივანი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისზე ამნისტია სამართალდამცავებსაც შეეხება.

„ჩვენი ოპონენტები საუბრობდნენ ნიკა მელიაზე, ნიკა მელია საუბრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. სინამდვილეში, გარდა ნიკა მელიასი, მის გვერდით იმ დღეს ძალადობისთვის ბრალდებული არის კიდევ რამდენიმე პირი. იმას ივიწყებენ ჩვენი ოპონენტები და საერთოდ არ ახსენებენ და აინტერესებთ მხოლოდ ნიკა მელიას ბედი. ასე რომ, ეს ამნისტია შეეხება ყველას, 20 ივნისთან დაკავშირებით. მოხდება ინიცირება კიდევ ერთხელ და ჩვენს ოპონენტებთან ერთად მიიღება ეს.

რაც შეეხება ამნისტიას, კიდევ ერთხელ ვამბობ, შეეხება, რა თქმა უნდა, ყველას – როგორც ძალადობაში ბრალდებულ პირებს, ნიკა მელიას და სხვას, ასევე იმ სამართალდამცავებს, რომლებიც უფლებამოსილების გადაცდომასთან დაკავშირებით არიან [ბრალდებული]“, – ამბობს პაპუაშვილი.


უმრავლესობის დეპუტატები, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი ამბობენ, რომ 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს გადაიხდიან. შალვა პაპუაშვილი თქმით, მელიას გირაოს გადახდა ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება.