თბილისში ავტობუსი ხეს შეეჯახა, დაიღუპა ერთი ადამიანი

პუბლიკა

ავლაბარში ყვითელი ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლოატაციის წესისი დარღვევას გულისხმობს.