იქმნება წამლის ლაბორატორია, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის - ტიკარაძე

პუბლიკა

„იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც შეისწავლის როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტულ პროდუქტების ხარისხს შესწავლას“ – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, „რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო
ინტერესებს“.

„ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთოხების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.