არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არიჩიეს

პუბლიკა

86 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი – არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სპიკერის პოსტი 24 აპრილს დატოვა.

თალაკვაძის განცხადებით, მართებული იქნება, თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს ადამიანმა, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება.

86 მომხრე, 6 წინააღმდეგი – თალაკვაძის შემდეგ პარლამენტის სპიკერი კახა კუჭავა გახდა.