13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

პუბლიკა

13 მაისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება.

რეგისტრაციის პროცესი 09:00 საათზე დაიწყება და 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე http://registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, ელექტრონულად გააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.