აჭარის 4 მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის პროცესი ამ დროისთვის არ მიმდინარეობს

პუბლიკა

ქედაში, ხულოში, შუახევსა და ხელვაჩაურში ვაქცინაციის პროცესი ამ დროისთვის არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ „პუბლიკას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მიზეზებთან დაკავშირებით უწყებაში არ საუბრობენ. მათი თქმით განმარტება ამ საკითხზე თბილისში, 3 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში გასამართ ბრიფინგზე გაკეთდება.

მათივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი გრძელდება ბათუმსა და ქობულეთში.