აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი კვირა იქნება ყველაზე მძიმე - ჩხეიძე სიკვდილიანობის სტატისტიკაზე

პუბლიკა

„აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი კვირა იქნება ყველაზე მძიმე, ამ პერიოდში ველოდებით სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს“, – ამის შესახებ  „ტვ პირველის“ ეთერში იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელის მიზეზებს შეეხებოდა.

„17 აგვისტოს კვირაში იყო ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამის შემდეგ რა თქმა უნდა თუ ჩვენ დღევანდელ მდგომარეობას შევადარებთ, პრაქტიკულად ყოველდღიურად მცირდება ინფიცირებულთა რაოდენობა, არა ისე მკვეთრად როგორც ჩენ გვინდა…

ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელს თუ შევხედავთ პროცენტი იგივეა, 10%-ის ფარგლებში, ერთადერთი პოზიტიური რაც არის, უნდა ჩავთვალოთ, რომ მეოთხე ტალღის პიკი იყო სწორედ 17 აგვისტოს, ამის შემდეგ თანდათან ინფიცირებულების რაოდენობა მცირდება, რაც ყველაზე მთავარია აქტიური შემთხვევების რაოდენობაა შემცირებული 61 ათასიდან ჩამოვედით 53 ათასამდე.

მაგრამ ძირითადი ჩვენი სატკივარი არის გარდაცვალება, თუ ჩვენ შევადარებთ იმ მაჩვენებელს რომელიც დღეს გავქვს და შევაფასებთ 17 აგვისტოს, როგორც ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონეს, კლინიკური მიმდინარეობიდან გამომდინარე, ინფიცირებულობის პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ უწევს გარდაცვალების პიკი. ამიტომ სწორედ აგვისტოს ბოლო და სექტემბრის პირველი კვირა იქნება ყველაზე მძიმე. ამ პერიოდში ველოდებით სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს, რაც დასტურდება კიდეც სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც გვაქვს“, – თქვა ივანე ჩხეიძემ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 76 ადამიანი გარდაიცვალა.