აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი ჩავარდნილი ვაქცინაციისა და პოლიტიკური მოტივით მოხსნილი შეზღუდვების ბრალია - კალოიანი

პუბლიკა

„აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი არის ჩავარდნილი ვაქცინაციის და პოლიტიკური მოტივებით დანიშნული თუ მოხსნილი შეზღუდვების ბრალი“ –  აცხადებს პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი.

როგორც ის აღნიშნავს, კატასტროფული გარდაცვალების მიზეზი გაუმართავი ჰოსპიტალური სისტემაც გახდა.

„აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი არის შედეგი ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის, რომელიც ძალიან გვიან დაიწყო, ასევე,  პოლიტიკური მოტივებით მოხსნილი ან დანიშნული შეზღუდვებისა. მიზეზია ასევე გაუმართავი ჰოსპიტალური სისტემა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი მხარდაჭერა ხელისუფლებისგან – როგორც მართვის მესიჯები და ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა“, – განაცხადა კალოიანმა.

დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1951 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა კიდევ 78 ადამიანი.