„აიცერი და მოიგეში” 160-მა ვაქცინირებულმა ფული მოიგო

პუბლიკა

დღეს, 14 სექტემბერს, გამოქვეყნდა „აიცერი და მოიგეს“ გათამაშების გამარჯვებულთა სია. დღეს გამოვლინდა ყოველდღიური გათამაშების გამარჯვებული 160 აცრილი ადამიანი. 10-მა აცრილმა მოიგო 500-500 ლარი, 150-მა აცრილმა კი — 100-100 ლარი. აღნიშნული ოდენობის გამარჯვებული დეკემბრის ბოლომდე გამოვლინდება.

გარდა ამისა, კვირაში ერთხელ 1 აცრილი მოიგებს 10 000 ლარს, 3 აცრილი — 5 000 ლარს, 4 აცრილი — 1 500 ლარს, 9 აცრილი — 1000 ლარს.

27 დეკემბერს დასრულდება ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშება, ხოლო 31 დეკემბერს გაიმართება შემაჯამებელი გათამაშება – 1 აცრილი მოიგებს 100 000 ლარს.

გათამაშება კოვიდზე აცრილი მოქალაქეებისთვის გუშინ 13 სექტემბერს დაიწყო.