აკრძალულია თუ არა ალკოჰოლის მიღება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ? - NCDC-ის განმარტება

პუბლიკა

აკრძალულია თუ არა ალკოჰოლის მიღება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ?- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განმარტებას ავრცელებს.

„ერთი მხრივ, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს. მეორე მხრივ, იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბახუსევის შეგრძნებებში აგერიოთ. ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდებული. გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში. იგი წარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკის ფაქტორს“, – ნათვქამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.