ალბათ შეიცვალა ამ ადამიანების დამოკიდებულება - ტიკარაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებზე

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა ეკა ტიკარაძეს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმების შესახებ დაუსვა კითხვა.

ჟურნალისტის შეკითხვა: ეს ადამიანები პანდემიის დაწყების მომენტში გაკრიტიკებდნენ, რომ არასწორად იმართებოდა პანდემია და ახლა მათთან გაქვთ მოლაპარაკებები. რა შეიცვალა ?

„იცით, რა არის?! ალბათ, შეიცვალა ამ ადამიანების დამოკიდებულება, პირველ რიგში, ვინაიდან მათთვისაც არ იყო ცნობილი, თუ რა დონეზე იყო ჩართული მთავრობა ყველა იმ სწორი ნაბიჯისა და ეპიდემიის სწორად მართვისთვის, რასაც ჩვენ ვახორციელებდით. დღეს მათ გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ და გვაქვს კონსტრუქციული დიალოგი ეპიდემიის მართვაზე“. – განცხადა ეკა ტიკარაძემ.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან განიხილა. შეხვედრას ესწრებოდნენ საზღვაგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები.

შეხვედრაში მონაწილეობდა ჯანდაცვის მინისტრი ეკა ტიკარაძე.