ალექსანდრე დარახველიძე შს მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი იქნება

პუბლიკა

ალექსანდრე დარახველიძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ის ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

„ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.

2009-2012 წლებში დარახველიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ალექსანდრე დარახველიძე რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას, არის კავკასიის უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი”, – ნათქვამია განცხადებაში.