ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

„უნდა აიცრას ყველა ორსული! „ფაიზერი“ საკმარისია. მოვუწოდებ, თქვენი ეთერების საშუალებით ყველა ქალბატონს, ყველა ორსულს ან იმ ქალბატონს, რომელსაც დაფეხმძიმება უნდა, რომ აუცილებლად აიცრას. უკვე, სამწუხაროდ, ვიცით რამდენი შემთხვევა გვაქვს კოვიდით გარდაცვალების, 4 შემთხვევა გვაქვს. გთხოვთ ყველას, ვიაქტიუროთ“, – აცხადებს შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 25 933 აცრა ჩატარდა, რაც ქვეყანაში დღიურად ჩატარებული აცრების რეკორდული მაჩვენებელია.

სულ ჩატარებულია 715 919 აცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა: Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა) Pfizer-BioNTech (პფაიზერი) Sinovac. CoronaVac -Vero Cell, Inactivated (სინოვაკი) Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი)

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3