აქ ჩამოსვლის შემდეგ ევროპელების კითხვები, რომლებიც აქვთ ხოლმე, ქრება - მაკა ბოჭორიშვილი

პუბლიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ელჩების კონფერენცია 2022“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “საპარლამენტო დიპლომატიას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა წლის განმავლობაში და ეს კვლავაც გაგრძელდება, რადგან წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი“.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საპარლამენტო თანამშრომლობასა და ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ერთია როდესაც ჩვენ ჩავდივართ და ვესაუბრებით სხვადასხვა პოლიტიკოსებს პოლიტიკური პარტიებიდან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია როცა ისინი ჩამოდიან საქართველოში და საკუთარი თვალით ნახულობენ აქ არსებულ ვითარებას, იმიტომ, რომ უმეტესწილად, აქ განხორციელებული ვიზიტებისა და შეხვედრების შემდეგ, ის კითხვები რაც მათ აქვთ ხოლმე – ქრება“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ელჩების კონფერენცია ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.