აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანა დააზიანეს

პუბლიკა

აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანა დააზიანეს. მანქანაზე უცნობა პირებმა შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ნატა ფერაძე, მომხდარი ფაქტის შესახებ, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. მისი თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერიც.

ფერაძის თქმით, სავარაუდოდ, მომხდარი მის ბოლო დროინდელ აქტივობებს უკავშირდება. ის აქტიურად აპროტესტებს ვაკის პარკში მომხდარ ფაქტს და მერის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

“პუბლიკა” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მასალა მათი პასუხის მიღებისთანავე განახლდება.