არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვარ მხნედ - ანა წითლიძე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე შიმშილობის მე-11 დღეს აცხადებს, რომ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

„დღეს არის შობა ქრისტეს, რომელმაც გვითხრა, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრები… ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მინდა, მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს, ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ. მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ“, – უთხრა მან მედიას.

ექიმის ინფორმაციით, დღეს ანი წითლიძის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა მისი მონაცემები სტაბილურია.

„პაციენტის მეთვალყურეობა მიმდინარეობს საათობრივი მედპერსონალის მიერ, ამჟამად მისი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური. გუშინ ჩაუტარდა პროცედურები, ამ დილით მონაცემები დამაკმაყოფილებელია.

მე-11 დღეა და ეს წონის კლება მოსალოდნელია, 5-6 კილოგრამი აქვს პაციენტს შემცირებული“, – უთხრა ექიმმა „ფორმულას“.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-11 დღეა, პარლამენტში შიმშილობს.