სიმონ გაბრიჭიძე

ალბათ იკითხავთ, რა უნდა გაკეთდეს, რომ აღნიშნული პროგნოზი არ გამართლდეს? ამისათვის უპირველესად სახელმწიფოს ძლიერი ნებაა საჭირო - მთავრობამ კარგად უნდა გაიაზროს შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობა და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას „მოჯადოებული წრის“ გასარღვევად.

ირა ბერიძე

ფილმში ბევრს იგინებიან. აგინებენ ერთმანეთს, ბედს, ცხოვრებას. უსმენ გინებას და აქტუალური დისკუსიები გახსენდება ქართულ ენასა და მის ფუნქციებზე. იმაზე, რომ ენა გაიცვითა, დადნა, სიღარიბესთან და უსამართლო სისტემასთან დამარცხდა. დამარცხდა დაგროვილ ბრაზთანაც, რომელიც მისი საშუალებით ვერბალურად ვეღარ არტიკულირდება და უფრო სასოწარკვეთილ ხავილს ემსგავსება.

ზურა ვარდიაშვილი

ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ სამუშაოს შესრულებისას. მოქალაქეს ეკუთვნის უსაფრთხო სამუშაო გარემო და ღირსეული ანაზღაურება. ჩვენი საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს ეკომეგობრული. “ლელოს” პრიორიტეტები იქნება მწვანე და განვითარებაზე ორიენტირებული რესპუბლიკა, დაცული შრომა და წელში გამართული, განათლებული ქართველი მოქალაქე.

ბასტი მგალობლიშვილი

„სერიოზულ შეცდომას უშვებ!“, - მომაძახა კინოთეატრის შესასვლელთან ქალმა, რომელიც კინოჩვენებას აპროტესტებდა. წინ კი აეროპორტის საკონტროლო პუნქტად გადაქცეული ფოიე დამხვდა. ამდენი პოლიციელი სავაჭრო ცენტრში არასდროს მენახა. თითქოს, სხვა ქვეყანაში მიწევდა გადასვლა ფილმის სანახავად. ამ წინააღმდეგობებმა აკინის ფილმის ნახვის სურვილი გამიასმაგა.

ლიკა ზაკაშვილი

ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაზე საუბარი საქართველოში წლების წინ დაიწყო. დღეს უკვე არსებობს სახელმწიფო პროგრამა და ბენეფიციარები, რომლებიც პროგრამით განსაზღვრულ სერვისს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იღებენ. რჩება გამოწვევები - გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა და ხარისხის კონტროლი ნაწილში. ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ჯანდაცვის პროგრამების მენეჯერს ირმა ხაბაზს ესაუბრა. „ფონდი ღია საზოგადოება“ 2011 წლიდან უჭერს მხარს საქართველოში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამას და მის განვითარებას.

შოთა კინწურაშვილი

დავიწყებულმა და ოქროვერცხლში ჩაკეტილ-დადუმებულმა სახარებამ ვერ შემოკრიბა ღვთის ხალხი ქრისტეს მისტიურ სხეულში საეკლესიო საიდუმლოებებში თანამონაწილეობით, რომელიც შემდგომში თითოეულ ადამიანში იქნებოდა ნაპერწკალი  ღვთივსათნო ცხოვრების და იმავდროულად ღირსეული და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქედ გარდაქმნისა. 

გიორგი ლობჟანიძე

ლეილა სლიმანის „იავნანა“ შეიძლება ისე მოყვე, „სპოილერის“ შიშმა არ შეგაწუხოს. ჯერ ერთი, რომანი იმგვარად არის აგებული, რომ ფინალი პირველივე გვერდებზეა გამოტანილი: დახოცილი და-ძმა, რომელთა მკვლელობაში ძიძას ადანაშაულებენ. კვანძიც შეკრულია და ინტრიგაც აქვეა დასრულებული.

ლიკა ზაკაშვილი

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სათემო სერვისების განვითარებაზე საუბარი დეისტიტუციონალიზაციის რეფორმის პარალელურად დაიწყო.

რატომ მოუნდა მაინცდამაინც ახლა მღვდელმთავარს სინოდის თავმჯდომარის „სოდომიაში“ მხილება, ბუნდოვან საკითხად რჩება. ეს შეიძლება გამოეწვია პატრიარქის ჯიუტ, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, დაესაჯათ მიტროპოლიტი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ საჯაროობის გამო. სავარაუდოდ, ეს უფრო ორი იერარქის შეჭიდება იყო, რომელთაგან ერთი მეორის „დაჩაგვრას“ ესწრაფვოდა, ხოლო მეორემ თავდაცვის მიზნით „კონტრთავდასხმა“ განახორციელა.

ნათია ამირანაშვილი

პროგრამის მოდული, მოზარდებისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მიმართული იქნება აზარტული თამაშებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან არიდებაზე

მირიან გამრეკელაშვილი

შინაგანი დემოკრატიულობისაგან დაცლას მოჰყვა მეორე, უფრო სახიფათო ხელყოფა ეკლესიის დამოუკიდებლობისა, რომელიც მთავრობებთან ალიანსისა და მათი მხრიდან ქრთამის აღების შედეგია

ნათია ამირანაშვილი

ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება - ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტის ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შეირჩეს.